ექიმებმა უკვე დაასრულეს პროტოკოლი და დაიწყება წამლის შემოტანა - აქონდროპლაზიის მქონე ადამიანები

პუბლიკა

„ექიმებმა უკვე დაასრულეს პროტოკოლი და იწყება ახალი ეტაპი – წამლის შემოტანა. წამლის შემოტანა დაპირებულ, არაუგვიანეს სექტემბრისა.“, – ამის შესახებ აქონდროპლაზიის მქონე ადამიანები ავვრცელებენ განცხადებას.

„ძვირფასო მხარდამჭერებო!

3 ივლისს, ორშაბათს, 16:00 საათზე მორიგი, გადამწყვეტი საბჭო ჩაინიშნა.

ჩვენთვის აქ სრულდება გაწელილ ბიუროკრატიაში თანამონაწილეობა.

ექიმებმა უკვე დაასრულეს პროტოკოლი და იწყება ახალი ეტაპი – წამლის შემოტანა.

წამლის შემოტანა დაპირებულ, არაუგვიანეს სექტემბრისა.

რა არის ჩვენი მოლოდინი ამ სხდომიდან? შემდეგ კითხებზე პასუხების მოსმენა:

1. რა კონკრეტულ, ქმედით ნაბიჯებს დგამენ ახლა იმისთვის, რომ ბავშვებმა სექტემბერში წამალი მიიღონ?

2. რაიმე სახის ჩართულობა ხომ არ არის ჩვენგან, მშობლებისგან საჭირო, რომ პროცესი არ შეფერხდეს? ბავშვები ელიან სექტემბერს. წამლის პირველი დოზის მიღების თვეს.“, – ნათქვამია განცხადებაში.