თბლისში, აკაკი წერეთლის N118-ში მდებარე „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე კორპუსების აშენებას აპირებენ.
კომპანია „სითიზენი“ 22 ოქტომბრიდან ბინების გაყიდვას აანონსებს, თუმცა პროექტს მშენებლობის ნებართვა მიღებული ჯერ არ აქვს; ოფიციალურ საჯარო წყაროებში არც განაშენიანების რეგულირების შეთანხმებული გეგმა იძებნება.
მიწის ფართობი 100 982 კვ.მ.-ია, აქედან 51 438 კვ.მ-ზე იგეგმება „სამშენებლო განვითარება“.
პროექტის მიხედვით, „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე 32; 30; 20 და 12-სართულიანი კორპუსების აშენებას გეგმავენ. პროექტის მიხედვით, ყველაზე დიდი ნაწილი საცხოვრებელ ფართებს დაეთმობა, ნაწლი კი – სავაჭროს.
დენდროლოგიური პროექტის მიხედვით, მოსაჭრელი მცენარეების ნუსხაშია: 2 ზეთისხილი, კანადური ვერხვი, გრაკლას, უცვეთელას, დიდგულას ნარგავები, 2 თეთრი აკაცია, 11 ბამბუკი, 6 ვაზი, ვარდი, 5 ბროწეული, 8 აილანთუსი, 2 ტყემალი, 2 ატამი, ალუბალი, ბალი და ა.შ.
29 იანვარს თბილისის მერმა, კახა კალაძემ მოიწონა მრავლაფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტი; 30 იანვარს კი პროექტი საკრებულომ დაამტკიცა;
პროექტის შემსრულებელია შპს „მიდამო“, რომლის დირექტორმა და მფლობელმა გიორგი ჭყონიამ 2020-2023 წლებში „ქართულ ოცნებას“ 150 ათასი ლარი შესწირა.
სს „ექსპო ჯორჯიას“ აქციების 99%-ის მფლობელი კი შპს „სითი ექსპოა“, რომლის 90%-იან წილს რუსეთის ორმაგი მოქალაქე მინდია საბანაძე ფლობს. მან „ქართულ ოცნებას“ 2016-2017 წლებში ჯამში 100 ათასი ლარი შესწირა. 2012 წელს კი „ნაციონალური მოძრაობის“ შემწირველი იყო.