ერდოღანმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მორიგი განცხადება გააკეთა

პუბლიკა

უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ერდოღანმა  უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრა მიუღებელია და მძიმე დარტყმაა რეგიონის მშვიდობის, სიმშვიდისა და სტაბილურობისთვის. „მე ვაცხადებ, რომ მიუღებლად მიგვაჩნია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო ოპერაცია“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანის თქმით, პრობლემა რუსეთსა და უკრაინას შორის დიალოგით, მინსკის ხელშეკრულების ჩარჩოს ფარგლებში უნდა გადაწყდეს.  პარალელურად, განცხადება გაავრცელა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთის სამხედრო ოპერაცია უკრაინის წინააღმდეგ მიუღებელია.