კიევი თურქეთს სთხოვს, რომ დაკეტოს ბოსფორის სრუტე რუსული სამხედრო გემებისთვის

პუბლიკა

ოფიციალური კიევი თურქეთს სთხოვს, რომ დაკეტოს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები რუსული სამხედრო გემებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას dailysabah ანკარაში უკრაინის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთი დღეს, 24 თებერვალს,  დილით, უკრაინაში შეიჭრა. ვლადიმერ პუტინმა ოფიციალურად გამოაცხადა სამხედრო ოპერაციის დაწყება. იბომბება უკრაინული ქალაქები. უკრაინას უტევენ სახმელეთო ჯარებიც.