ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობას კონსტანტინე გამსახურდია დაიკავებს.
ინფორმაცია თავდაპირველად „რუსთავი 2″-მა გაავრცელა, მოგვიანებით კი გამსახურდიამ „რადიო თავისუფლებას” თავადვე დაუდასტურა.
“ვადასტურებ და ჩემი თანხმობაც არის. მუშაობის დაწყებას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ არცთუ დიდი. აქ არის გარკვეული პროცედურული საკითხები”. – უთხრა კოკო გამსახურდიამ „რადიო თავისუფლებას”.
მანამდე გიორგი კეკელიძემ თქვა, რომ შალვა პაპუაშვილმა მას თანამდებობის დატოვება მოსთხოვა.
კოკო გამსახურდიამ 2 კვირის წინ გაიმარჯვა კულტურის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ლიტერატურული კონკურსში „მუზა“, კატეგორიაში წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა/ესე, ნაშრომისთვის „სამშობლოსა და ერი-სახელმწიფოსთვის – ზვიად გამსახურდიას ბიოგრაფიული პორტრეტი“.