კორონავირუსის პრევენციის გამო, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციაში შემავალი ყველა მუზეუმი 1 აპრილამდე დაიხურა. ამის შესახებ განცხადება საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა Facebook-გვერდზე გაავრცელა:
„საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციაში შემავალი ყველა მუზეუმი 1 აპრილამდე დახურული იქნება. გვადევნეთ თვალი სოციალურ ქსელებში! ვირტუალურად გაგაცნობთ მუზეუმის გამოფენებსა და კოლექციებს”.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსული ინფექციის 25-ე შემთხვევა დადასტურდა. კარანტინის რეჟიმშია 295 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 49 ადამიანი გადის.