ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციაში შემავალი ყველა მუზეუმი 1 აპრილამდე დაიხურა

მინდია გაბაძე

კორონავირუსის პრევენციის გამო, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციაში შემავალი ყველა მუზეუმი 1 აპრილამდე დაიხურა. ამის შესახებ  განცხადება საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა Facebook-გვერდზე გაავრცელა:

„საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციაში შემავალი ყველა მუზეუმი 1 აპრილამდე დახურული იქნება. გვადევნეთ თვალი სოციალურ ქსელებში! ვირტუალურად გაგაცნობთ მუზეუმის გამოფენებსა და კოლექციებს”.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსული ინფექციის 25-ე შემთხვევა დადასტურდა. კარანტინის რეჟიმშია 295 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 49 ადამიანი გადის.