ეროვნულმა ბანკმა 13 კომპანია ფულის გათეთრების საფუძველზე დააჯარიმა.
ბანკის თქმით, პროვაიდერებმა დაარღვიეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი და ფინანსური მონიტორინგის დადგენილი მოთხოვნები, რომლებიც ინფორმაციის აღრიცხვას, შენახვასა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენას გულისხმობს. ჯარიმა კომპანიებისთვის განსაზღვრულია დარღვეული პუნქტების შესაბამისად, თითო დარღვეულ პუნქტზე 3 000-ლარის ოდენობით.
ეროვნულმა ბანკმა შპს „უნიტრონს” 3 დარღვევა დაუდგინადა 9 000 ლარით დააჯარიმა. შპს „უნიტრონი” ბაზარზე Werty-ის სახელითაა ცნობილი. კომპანიას პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი ფლობს. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულება ვირტუალური აქტივების გაცვლის (გადახურდავების) მომსახურების გაწევაა.
გასულ თვეს ირაკლი სესიაშვილის კომპანიაზე „შაბათის ფორმულამ” მოამზადა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც საუბარი იყო, რომ აღნიშნული კომპანია დროდადრო სანქცირებულ პირებსაც უწევს მომსახურებას და ე.წ რუხ კრიპტოვალუტას ახურდავებს.
რაც შეეხება შპს „ვაითბით ჯორჯიას” მის 50% წილს ბიზნესმენი ძმები სულხან და ლაშა პაპაშვილები ფლობენ. კომპანიის ძირითადი საქმიანობა კრიპტოთი ვაჭრობაა. პაპაშვილების თანასაკუთრებაში მყოფი კომპანია ეროვნულმა ბანკმა 3 000 ლარით დააჯარიმა.
20 ივლისს ეროვნულმა ბანკმა დაჯარიმებული კომპანიების სია გამოქვეყნა, დანარჩენ კომპანიაბს შორის არიან: შპს „ფეიბით ჯორჯია“, შპს „სტელექსი“, შპს „მატიო“, შპს „კრიპტოტექ სოლუშენ”, შპს „კრიპტო ჩენჯ ბათუმი“, შპს „დიჯიტალ პლათფორმ“, შპს „ბიტარი“, შპს „ბიტანიკა“, შპს „ბეთქეივ“, შპს „სპორტ ექსჩეინჯი“.
3 000 ლარით დაჯარიმდნენ: შპს „ვაითბით ჯორჯია”, შპს „ბიტარი“, შპს „ბიტანიკა“, შპს „ბეთქეივ“, შპს „დიჯიტალ პლათფორმ”, შპს „ფეიბით ჯორჯია“;
6 000 ლარით დაჯარიმდნენ: შპს „სტელექსი“, შპს „მატიო“, შპს „კრიპტოტექ სოლუშენ”;
9 000 ლარით დაჯარიმდნენ: შპს „უნიტრონი”, შპს „სპორტ ექსჩეინჯი“, შპს „კრიპტო ჩენჯ ბათუმი“, შპს “დიჯიტალ მარკეტს სოლუშენს“.