„ერთ აგენტს მეორე შეაწყალებინეს" - კობახიძე გვარამიას შეწყალებაზე

პუბლიკა

„საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ეთანხმება იმას, რასაც მასზე ამბობდა ნიკა გვარამია, თავის დროზე. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. რეალურად, მან დაადასტურა, რომ იზიარებს იმ შეფასებას, რომელსაც მის მიმართ აკეთებდა აკეთებდა ნიკა გვარამია. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა”. – ასე ეხმაურება მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას.

„ფაქტობრივად, ასეთი რაღაც მოხდა – ერთ აგენტს შეაწყალებინეს მეორე აგენტი” – თქვა მან.

მისი თქმით ამით დასტურდება კიდევ ერთი რამ, „რომ არიან ძალები, რომლებსაც საქართველოში სურთ პოლარიზაციის გაღვივება და ეს არის ძალიან სამწუხარო“.