ერთადერთი გზა ამ ჭაობიდან თავის დასაღწევად ამ ოლიგარქიული რეჟიმის არჩევნების გზით მოშორებაა - ბოკერია

პუბლიკა

„ივანიშვილის რეჟიმი და ქართული ოცნება წლებია ამ გზაზე დგას, თავისუფალ სამყაროსთან დაპირისპირებისა და პუტინისტებთან შეკვრის. პუტინიზმის წახალისებისითაა დაკავებული, პირდაპირ თუ ირიბად ქვეყნის შიგნით, მაგრამ ლოგიკურად ეს გზა რაღაც ეტაპის შემდეგ მიდის ყველაზე ცუდ და ყველაზე უფრო ღია გამოვლინებამდე . ახლა სწორედ ამას ვხედავთ ჩვენ“, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ირაკლი კობახიძის მიერ კელი დეგნანზე გაკეთებულ განცხადებას

მისი თქმით, ჩვენ გვყავს დღეს ხელისუფლება რომელიც იმის მაგივრად რომ ახლა მუშაობდეს საქართველოს უსაფრთხოების გამყარებაზე, ჩვენი თავისუფლების დაცვაზე, მათ შორის პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვან ქვეყნასთან ამ თვალსაზრისით, შეერთებულ შტატებთან, თხოვდეს და უსაბუთებდეს საქართველოს მნიშვნელობას, ამიც ნაცვლად არის ღია ომსა და დაპირისპირებაში, ამ ბოდვითი მავნებლური ბრალდებით თითქოს საქართველოს სისხლში ჩახშობა უნდა ამერიკას, პუტინს კი არაამერიკას

„ეს არის მარტივი პასუხი ყველა ადამიანისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპული დასავლური მომავალი, რომ ეს ხალხი ივანიშვილი და მისი გარემოცვა ჩვენი თავისუფლება უსაფრთხოება და ევროპული მომავალი არის შეუთავსებელი. ეს რეჟიმი თუ არ მოვიცილეთ მშვიდობიანად, ჩვენ იმის შანსი ამ ისტორიულ ეტაპზე არ გვექნება რომ გავაღწიოთ თავისუფლების სამშვიდობოს“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ

LB loan image desktop LB loan image mobile