ერთადერთი ხსნა გაქვთ, აირჩიოთ კლოუნი ხაბეიშვილი თავმჯდომარედ - ღარიბაშვილი ოპოზიციას

პუბლიკა

„ასეთი დასუსტებული, დაქსაქსული, დეგრადირებული რადიკალური ოპოზიცია მე არ მინახავს ათი წელია, ისევე როგორც „ქართული ოცნება“ ასეთი ერთიანი და ერთ მუშტად შეკრული რაც არის საწინდარი და საძირკველი ჩვენი ქვეყნის განვითარების“,- მიმართა ღარიბაშვილმა დეპუტატებს პარალმენტში შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას.

„ერთადერთი ხსნა გაქვთ ბატონო და ქალბატონო ოპოზიციის წარმომადგენლებო, რომ აირჩიოთ კლოუნი ხაბეიშვილი თავმჯდომარედ, დიდი გამოწვევაა, მაგრამ ეს არის თქვენი ხსნა“,- მიმართა ღარიბაშვილმა ოპოზიციას.

საქართველოს პარლამენტში  ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ.

„პირველ რიგში, მე მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ. აქვე არ შემიძლია არ ვთქვა კიდევ ერთხელ, რომ ჩვენი არაერთგზის მცდელობისა, რომ რაიმენაირად შეგვეცვალა ჩვენი რადიკალური ოპოზიციის ეს ანტისახელმწიფოებრივი, მტრული დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს არის უტოპია და ყველა ჩვენი მცდელობა დასრულდა უშედეგოდ. ამიტომ, მე, ყოველგვარი ემოციებისა და ენერგიის დახარჯვის გარეშე ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ, რომ თქვენ გიპასუხოთ სათითაოდ, იმიტომ, რომ თქვენს დემაგოგიას და თქვენს სიცრუეს, თქვენს ცილისწამებას და თქვენს ფარისევლობას ჩვენ ვუპირისპირებთ სიმართლეს და სიმართლე არის ერთი, სიმართლე არის შემდეგი, რომ ჩვენ თქვენგან განსხვავებით, ვემსახურებით საქართველოს“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.