ერთდროულად 5 მასშტაბური პროექტის დაჩქარებული დამტკიცება კორუფციის ნაწილია - „საქართველოსთვის“

პუბლიკა

პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა, თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა ბრიფინგი გამართეს დღეს საკრებულოში განსახილველი საკითხზე, რომელიც რამდენიმე მასშტაბური პროექტის მშენებლობას ეხება.

პარტიის წევრების განცხადებით, „კალაძის მორჩილი უმრავლესობა თბილისის საკრებულოში, სამწუხაროდ, აპირებს მხარი დაუჭიროს ურბანული კატასტროფის გამომწვევ სამშენებლო-დეველოპერულ პროექტებს, რაც კიდევ უფრო გაურთულებს ცხოვრებას თბილისელებს, რამდენიმე პრივილეგირებულ ოჯახს კი კიდევ უფრო გაამდიდრებს!“.

„მიგვაჩნია, რომ ერთდროულად 5 მასშტაბური სამშენებლო პროექტის დაჩქარებული წესით საკრებულოს მიერ დამტკიცება, როცა მიუხედავად მმაღალი საზოგადოებრრივი ინტერესისა, არ მომხდარა სათანადო საჯარო განხილვები და დაინტერესებულ მხარეებს – ურბანისტებს, არქიტექტორებს, ხელოვნებათმცოდნეებს, სეისმოლოგებს, გეოლოგებს, ტრანსპორტის სპეციალისტებს არ მისცემიათ პროცესში ჩართვის სათანადო საშუალება. ეს წარმოადგენს პოლიტიკური კორიუფციისა და „ოცნების“ მიერ დაწყებული არჩევნების გაყალებების კომპლექსური გეგმის შემადგენელ ნაწილს“, – განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ.

დეპუტატებმა მოუწოდეს საქართველოს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება პოლიტკური კორუფციის შესაძლო საქმეზე.

„მივმართავთ საქართველოს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება და დაადგინოს, არის თუ არა პოლიტიკური კორუფცია „ოცნების“ დეპუტატებისა და მათი ოჯახის წევრების, ოცნების მოქმედი პრემიერ-მინისტრის უახლოესი ნათესავია და „ოცნების“ შემწირველთა კომპანიისთვის თბილისის იერ-სახისთვის სრულიად შეუსაბამო და მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი სამშენებლო პროექტებისთვის დაჩქარებული წესით ნებართვების გაცემა“, – თქვა გიორგი შარაშიძემ.


თბილისის საკრებულოში დღეს, 25 აგვისტოს რიგგარეშე სხდომა იმართება. დასამტკიცებლად გატანილ საკითხებს შორის რამდენიმე მრავალსართულიან, მრავლფუნქციურ პროექტებს ეხება – „ლაგუნა ვერესა“ და აბრეშუმის ქარხნის პროექტი, საცხოვრებელი კვარტალი ნაძალადევში, 169-მეტრიანი ცათამბჯენი ვაკეში და ა.შ.