ერთი ახალი შემთხვევა საბურთალოს წყაროდანაა - ეზუგბაია

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში მხოლოდ 144 პაციენტი მკურნალობს.

„გამოჯანმრთელებულების რაოდენობა თითქმის სამნახევარჯერ უსწრებს ამჟამად მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს და მათი პროცენტული მაჩვენებელი უკვე 80-ზე მეტია.

ეს ერთი ახალი შემთხვევა არის არსებული წყარო, საბურთალოს წყარო. დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტით გამოვლენილია ახალი პაციენტი. ჩვენი ცენტრის მონაცემები უცვლელია. გვყავს 57 დადასტურებული შემთხვევა, მძიმე პაციენტები არ გვყავს, უმეტესობა საშუალო სიმძიმისაა”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

STOPCOV.GE-ზე 4 ივნისის დილის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი საქართველოში ერთით გაიზარდა და საერთო ჯამმა 801 შეადგინა. გამოჯანმრთელდა კიდევ 4 ადამიანი და მათი რიცხვი 644-ია. მათ შორის გარდაცვლილია  13 ადამიანი.