ერთი-ორი კვირა კიდევ გვეყოფა - ცერცვაძე სამედიცინო პერსონალის ეკიპირებაზე

პუბლიკა

ექიმების ეკიპირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე „ტვ პირველის” ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ექიმების ეკიპირებისთვის საჭირო საშუალებები ქვეყანას ჯერ კიდევ აქვს, თუმცა ერთი ან ორი კვირის სამყოფია და თუ არ გაკეთდა მარაგი, დამცავი საშუალებების კუთხით კრიზისი შეიქმნება.

„ჯერ აქვთ ყველას, ვისაც უნდა ჰქონდეს. მაგრამ რეზერვი არ არის საკმარისი და შესაძლებელია ხვალ დადგეს ის დღე, რომელზეც ლაპარაკობთ. მაგრამ რეალობაა ობიექტური, როგორც ჩანს, ამერიკას გაუჭირდა. ამხელა ამერიკამ ვერ გარდაქმნა თავისი მრეწველობა ისე, რომ თვითონ დაიკმაყოფილოს თავი ამ კომბინიზონებითა და პირბადეებით. ყველა ამ დღეშია. ევროპის ქვეყნებსაც არ ჰყოფნის. ჩვენთანაც გადაიდგა ნაბიჯები. გაჩნდა ადგილობრივი პირბადეები. კომბინიზონები არ გაჩენილა ადგილობრივი, მაგრამ რაღაც საშუალებები გაჩნდა. ერთი რამ ფაქტია, ჯერ ამით არაფერი დაშავებულა, გვყოფნის და როგორც მე ვიცი, ერთი-ორი კვირა კიდევ გვეყოფა. თუ ვერ შეავსეს, მერე დადგება ეს პრობლემა მწვავედ”, – განაცხადა ცერცვაძემ.