ერთი წლის შემდეგ საზოგადოება ისევ ელოდება 5 ივლისი მოვლენების დამნაშავეთა დასჯას - ზურაბიშვილი

პუბლიკა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებს ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ დამნაშავეები დაისაჯონ და მათ ვერ შეუშალონ ხელი საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, საზოგადოება კი ერთი წლის შემდეგ ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას.

ზურაბიშვილის თქმით, ამ პერიოდში, დაუსჯელობის საფუძველზე, პრორუსული, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები გაძლიერდნენ.

„გაძლიერდნენ იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც სრულიად მიუღებელია. მათი გაძლიერება კი აზიანებს ჩვენს ევროპულ პერსპექტივას. ზოგიერთს მიაჩნია, რომ ამაზე პასუხი მათი საქმიანობის აკრძალვაა, თუმცა დემოკრატიული პრინციპების მქონე ქვეყანაში აკრძალვა უნდა იყოს ბოლო, უკიდურესი ნაბიჯი და ძლიერი სამართლებრივი არგუმენტებით გამყარებული, რათა არ დარჩეს ეჭვი, რომ აქ არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ხელყოფა.

თუმცა, იგივე დემოკრატიული ქვეყნების პრინციპებიდან გამომდინარე მსგავსი გადაწყვეტილების მიღებაც შესაძლებელია საჭირო გახდეს. ამ უკიდურესი გადაწყვეტილების მიღებამდე ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და მიუღებელი იყოს ამ ჯგუფების დაცვა და მათი პროროსული და ანტიევროპული პროპაგანდის წახალისება.

ამ მოცემულობაში ყველაზე მნიშვნელოვანია: კანონის უზენასეობის პრინციპის დაცვა, რაც გულისხმობს, ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისგებას, მათი საქმიანობის ეფექტური კონტროლი და მათი დაფინანსების წყაროების იდენტიფიცირება, ეს კი ხელისუფლების უშუალო პასუხისმგებლობაა.

ხელისუფლების უშუალო პასუხისმგებლობაა მსგავსმა დაჯგუფებებმა ხელი ვერ შეუშალონ საქართევლოს ევროპულ პერსპექტივას!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.

LB loan image desktop LB loan image mobile