ეს ანა პოლიტკოვსკაიასა და ბორის ნემცოვის მკვლელობებზე უარესი იქნება – აკუნინი ნავალნის შესაძლო მოწამვლაზე

პუბლიკა

მწერალი გრიგორი ჩხარტიშვილი, ლიტერატურული ფსევდონიმით – ბორის აკუნინი ალექსეი ნავალნის შესაძლო მოწამვლის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება. აკუნინი მოსახლეობას მიმართავს  და მოუწოდებს, ილოცონ ნავალის გადარჩენისთვის, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს  ანა პოლიტკოვსკაიასა და ბორის ნემცოვის მკვლელობებზე უარესი იქნება.

“ნოვო ოგაროვოს მცხოვრებმა უნდა ილოცონ, იმ ადამიანის გადარჩენისთვის, რომლისთვისაც ეშინოდათ სახელით მიერმართათ. სხვაგვარად ბევრად უარესი მოხდება, ვიდრე ანა პოლიტკოვსკაიას თუ ბორის ნემცოვის მკვლელობის შემდეგ.

ბევრჯერ უკითხავთ ჩემთვის სახალხოდ თუ პრივატულად, როგორ შემიძლია მე მხარი დავუჭირო ამ საშინელ ნავალნის, რომელიც ასეთი და ასეთია, და საერთოდ ყველაფერს ცუდად აკეთებს (ვარიანტი: „ის ხომ კრემლის აგენტია“). მე ყოველთვის ერთი და იგივე პასუხი მქონდა: ალექსეი ნავალნი თავისი მრწამსის გამო ყოველდღიურად სიცოცხლეს აყენებდა რისკის ქვეშ. ამ სიცოცხლეში კი მას ბევრი აქვს დასაკარგი. ალექსეი, გამაგრდი!” – წერს აკუნინი.

ალექსეი ნავალნი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაშია. მისი პრესმდივნის, კირა იარმაშის​ ინფორმაციით, ნავალნი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა.

„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ალექსი ჩაიში ჩაყრილი ნივთიერებით მოწამლეს, რადგან მას დილით მხოლოდ ჩაი ჰქონდა დალეული. ექიმები ამბობენ, რომ ტოქსინები ცხელ სითხეში სწრაფად შეიწოვება. ალექსეი ახლა უგონო მდგომარეობაშია“, – განაცხადა პრესმდივანმა.

კირა იარმაშის ინფორმაციით, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ფრენისას  შეუძლოდ გახდა და თვითმფრინავი რუსეთის ქალაქ ომსკში საგანგებოდ დაეშვა.

ალექსეი ნავალნი ოპოზიციური მოძრაობის ლიდერი და ანტიკორუფციული მოძრაობის წევრია.