ეს არის არჩევნები დასავლურ განვითარებასა და რუსულ ვექტორს შორის - ვაშაძე

პუბლიკა

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, ვის დააყენებს ოპოზიციის ნაწილი თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატებად.

ისნის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატად „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე დასახელდა.

„დღეს ვფიქრობ მნიშვნელოვანი დღეა, როცა ერთიანობის იდეამ დაქსაქსულობაზე გაიმარჯვა. ვფიქრობ, რომ დღეს პოლიტიკურმა პარტიებმა მაღალი პოლიტიკური კლასი აჩვენეს. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც ხალხს უნდა. ხალხი ჩვენგან შეთანხმებას ითხოვს. საქართველოს განვითარების უდიდესი პერსპექტივა აქვს. დღევანდელი დღე ეს არის ჩანასახი იმ ახალი თაობის, კოალიციური მმართველობის, რომელიც აუცილებლად 31 ოქტომბრის შემდეგ იქნება ქვეყანაში. ეს არჩევნები არის არჩევნები დასავლურ განვითარებასა და რუსულ ვექტორს შორის. დადგა დრო ყველამ ერთიანი ძალები მოვიკრიბოთ და ერთიანი ძალით წავიდეთ წინ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.