ეს არის ქარიშხალი ტელევიზორში, მეტი არაფერი - კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მას საარჩევნო უბნებზე ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ თავდასხმასა და დაზიანებაზე ჰკითხეს.

„თვითონ ჟურნალისტი ამბობს პირდაპირ ეთერში, რომ მას შემთხვევით მოხვდა კამერა და ზუსტად ორ წუთში წამყვანმა თქვა, რომ ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნუ, ეს არის სიყალბე და ეს არის სირცხვილი. სხვანაირად ჯობია მოვლენების გაშუქება.

თქვენ გაგახსენებთ მე 2016 წელს, 2017 წელს, 2018 წელს. ყოველთვის ხდებოდა რა? ხდებოდა ქარიშხალი ჭიქაში. ამ შემთხვევაში ეს არი ქარიშხალი ტელევზორში, მეტი არაფერი. რასაც ჩვენ მიჩვეული ვართ, მაგრამ ამას ვერავითარი გავლენა ვერ ექნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.