ტვ „პირველის" ჟურნალისტმა, ანა ახალაიამ გლდანის 79-ე უბანზე ფიზიკური დაზიანება მიიღო

პუბლიკა

ტელეკომპანია „პირველის” ჟურნალისტმა, ანა ახალაიამ გლდანის 79-ე უბანზე ფიზიკური დაზიანება მიიღო.

მისი თქმით, მას, სავარაუდოდ, დაპირისპირების დროს სახეში კამერა მოხვდა.

ამავე უბანზე დაზიანებები მიიღო „პუბლიკის” ჟურნალისტმა, რომელიც უბანზე მომხდარ ინიციდენტს იღებდა, რა დროსაც ინციდენტის მონაწილე პირმა მას ფეხი ჩაარტყა. რის შედეგადაც ჩვენი გამოცემის ჟურნალისტმა მიიღო ფიზიკური დაზიანება და დაემტვრა მობილური ტელფონი.