„დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ჩაიდინა დანაშაული , დაარღვია კანონი და მისი უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაასაჯაროვა დეტალები ჩემი შეხვედრისა, კონკრეტულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მიმაჩნია, რომ ეს არის სახალხო დამცველის საქმიანობაში ჩარევა , ეს არის დანაშაული, რა თქმა უნდა ამას ასე არ დავტოვებ, აუცილებლად მექნება რეაგირება“,- განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „მთავარის“ ეთერში.
„იუსტიციის სამინისტროს სამსახურების ვებგვერდზე არ იდება ინფორმაცია უწყების ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე , რა თქმა უნდა ვფიქრობ რომ აუცილებლად არის გამოძიება დასაწყები, სახალხო დამცველის საქმიანობის მთელი პრონციპი დგას კონფიდენციალურობაზე და ამ კონფიდენციალურობის დაცვაზე მათ შორის ჩვენს ბენეფიციარებთან ურთიერთობის დროს, ეს კონფიდენციალურობა დაარღვია დღეს ხელსიფელების კონკრეტულმა წარმომადგენელმა , კონკრეტულმა უწყებამ და ჩაიდინა დანაშაული“,- განმარტავს ლომჯარია.
სპეციალური პენიტენცური სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და მისი მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე ე.წ. მატროსოვის ციხეში ირაკლი ოქრუაშვილს და ვანო მერაბიშვილს შეხვდნენ.