„ეს არის სრული სისულელე“ - კალაძე აქციის მოთხოვნებზე

პუბლიკა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ აქციის მოთხოვნებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არაკონსტიტუციური და არაკნონიერია. კერძოდ, მან ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის მოთხოვნას „სრული სისულელე“ უწოდა.

„ეს არის სრული სისულელეა და აზრი არ აქვს ახლა შევიდეთ მაგ პოლემიკაში, ეს არის ჩვეულებრივი სრული სისულელე.  არაკონსტიტუციური, არაკანონიერი და აბსურდია ჩვეულებრივი”, – ამბობს ის.


24 ივნისს თბილისში ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა. აქციის მთავარი მოთხოვნაა, გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის თორმეტივე პუნქტს ზამთრამდე შეასრულებს.

მომდევნო აქცია თბილისში, პარლამენტთან 3 ივლისს გაიმართება. მანამდე კი ხელისუფლებას მოთხოვნების შესასრულებლად ერთკვირიანი ვადა ეძლევა.

 

LB loan image desktop LB loan image mobile