„ეს ჩვენი განადგურების მცდელობაა... დღეს ჩატარდება ივენთები" - ქეთა გაბუნია

პუბლიკა

კლუბის – „მტკვარზე” – დამფუძნებელი, ქეთა გაბუნია,  ეხმაურება შრომის ინსპეციის  განცხადებას იმის თაობაზე, რომ საკოორდინაციო საბჭოს ღამის კლუბების გახსნაზე გადაწყვეტილება აღნიშნულ ეტაპზე არ მიუღია და შესაბამისად, ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის.

„2 წლიანი ლოდინის მერე, ძლივს ვიხსნებით. იმის ფონზე, როცა ათასობით ადამიანს კრებენ მოედნებზე საახალწლო ღონისძიებებზე, თურმე კლუბები საფრთხის შემცველი ადგილები ვართ.

თვეებია მიდის კვლევები, გახსნის პროტოკოლის შემუშავება, წესების დადგენა და უსაფრთხო ივენთებისთვის მომზადება, რომ უბრალოდ არ გავნადგურდეთ და ახალი წლის პერიოდი მაინც გამოვიყენოთ ოდნავ გონზე მოსასვლელად.

აბსოლუტურად ყველა პუნქტი გავლილი და შეთანხმებულია, სავენტილაციო სისტემის ტექნიკური მახასიათებლებით დაწყებული, ტევადობის და შიგნით ოპერირების საკითხებით დამთავრებული.

მათ დიდი ხანია იციან რომ 17-18 დეკემბერს ვიხსნებით და ოფიციალურ დასტურს საკოორდინაციო საბჭოსგან ველოდებოდით დღესაც, რადგან წინა 2 გადაიდო ჯერ მინისტრის გადადგომოს და შემდეგ პრემიერის მივლინების გამო.

აი ახლა, საღამოს 6 საათზე ვკითხულობთ ამას. რა არის ეს, თუ არა მიზანმიმართული განადგურება და უბრალოდ ჩვენი გაქრობის მცდელობა.

დღეს ჩატარდება ივენთები!!!„ – წერს ქეთა გაბუნია.