ეს კაფსულები არ არის მომწამვლელი და ტყუილი პანიკაა – შოთა დიღმელაშვილი

პუბლიკა

„პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას იღებს მოძრაობა „სირცხვილია“. სისტემა ყარს”, –  ამის შესახებ ისინი facebook-გვერდზე წერენ.

როგორც „პუბლიკასთან“ საუბრისას შოთა დიღმელაშვილი ამბობს, მოძრაობა „სირცხვილიას“ ინიციატივით, სპეციალური კაფსულა შეიტანეს სხდომათა დარბაზში და ცუდი სუნი გაუშვეს.

„ეს კაფსულები არ არის მომწამვლელი და ტყუილი პანიკაა“, – ამბობს დიღმელაშვილი.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხისთვის უნდა ეყარათ კენჭი, როცა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს სასესიო დარბაზში დამდგარი მძაფრი სუნის გამო ტექნიკური შესვენების გამოცხადება სთხოვა. არჩილ თალაკვაძემ მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ამავე სხდომაზე პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადოდ დასანიშნ მოსამართლეებს უნდა უყაროს კენჭი.

პარლამენტთან დილიდან აქტივისტები და ოპოზიციის ლიდერები იკრიბებიან და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამენ.