ეს კითხვა მგონი, საერთოდ არ უნდა დაისვას, რუსეთმა დაიწყო ომი - გომელაური

პუბლიკა

„ეს კითხვა მგონი, საერთოდ არ უნდა დაისვას, ჩემი აზრით. პირდაპირ რუსეთმა გამოაცხადა, პირდაპირ შეიყვანა ჯარი და დაიწყო ომი“, – ასე უპასუხა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ ვინ დაიწყო ომი უკრაინაში.

„ამას რა კითხვა უნდა, თვითონ აღიარებენ, ჩვენ შევედით და დავიწყეთ ოპერაცია, ოპერაცია დაარქვეს, მაგრამ ომია ხომ…  რა კითხვაა, უკრაინას რომ არ დაუწყია ომი, ყველამ კარგად იცის, ხედავენ. ეს კითხვა მე მგონი, დასასმელი არც არის, ჩემი აზრით“, – განაცხადა გომელაურმა.