ეს რაც ხდება, შორიშორ დადექითო, ეს ყველაფერი თქვენთვის არის – ილია II მრევლს

პუბლიკა

საკვირაო წირვის დასრულებისას საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ სამების ტაძარში იქადაგა. მან თქვა, რომ შორიშორ დადგომის მოთხოვნა ხალხისთვისაა და ადვილი შესასრულებელია. მან ასევე აღნიშნა, რომ რაც ხდება, ღვთის განგებითაა.

„არ შეგეშინდეთ, უფალი ჩვენთან არს.  ეს ჯვრის გზა, გოლგოთა უნდა გავიაროთ და უფალი გვიადვილებს ამ გზას.  საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინიდა ღვთისმშობლის. ღვთის განგებითაა ეს ყველაფერი. ჩვენ მადლობთ უფალს. ეს რაც ხდება, შორიშორს დადექითო, ეკლესიის  გარშემო დადექითო, ეს ყველაფერი თქვენთვის არის. ეს ყველაფერი იოლი შესასრულებელია. მთავარი ის არის, რომ ჩვენ არ განვშორდეთ უფალს. უფალთან ვიყოთ. ჩვენთან არს ღმერთი, ეს არის მთავარი. დაწყებულია სულიერი განწმენდა ადამიანისა, მტკიცედ იდექით“, – თქვა პატრიარქმა.

მან ასევე მოუწოდა მრევლს, ნაკურთხი წყალი ჰქონდეთ და ასხურონ სახლსა და ოჯახის წევრებს.