ესებუა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს და 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პუბლიკა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბადრი ესებუა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ბადრი ესებუამ დღევანდელ პროცესზე განაცხადა, რომ მას იარაღი მართლაც ჰქონდა. აქედან გამომდინარე, დაცვის მხარე სასჯელის მინიმუმს მოითხოვდა, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა და შენახვის ბრალდება ესებუას დაკავების შემდეგ დაემატა.

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმეში ესებუა ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალდებულია.