ესენი რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, დაანგრევდნენ ქვეყანას, ჩააბარებდნენ რუსეთს - ღარიბაშვილი ოპოზიციაზე

პუბლიკა

„ესენი[ოპოზიცია] რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, დაანგრევდნენ ქვეყანას, დაანგრევდნენ ქვეყანას საბოლოოდ, ჩააბარებდნენ რუსეთს და ქვეყანა დაკარგავდა სუვერენიტეტს“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში.

დღეს საქართველოს პარლამენტში  ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ.

„ეს ადამიანები [ოპოზიცია] რომ ყოფილიყვნენ დღეს ხელისუფლებაში, ანუ უკრაინული ხელისუფლების მოკავშირეები და მათი პარტნიორები, რომლებსაც სურდათ მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში… კითხვა უნდა დავუსვა ჩვენს მოქალაქეებს, ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ აქ მართლაც იქნებოდა მეორე ფრონტი, პოლიგონად გადააქცევდნენ ჩვენს ქვეყანას, ვინმეს ეჭვი ეპარება?

ხელისუფლებაში არ არიან და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ  მეორე ფრონტი გახსნილიყო. ესენი რომ ყოფილიყვნენ ხელისუფელბაში დაანგრევდნენ ქვეყანას, დაანგრევდნენ ქვეყანას საბოლოოდ, ჩააბარებდნენ რუსეთს და ქვეყანა დაკარგავდა სუვერენიტეტს, ეს გააკეთეს მათ და ამას აკეთებენ, აქციების გამართვით, დემონსტრაციებით, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, შემდეგ რევოლუციის მოწყობა მათი ამოცანა იყო, შემდეგ კანდიდატის სტატუსის არმინიჭებაზე რა რეაქციაც იყო, ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ, მათი გათვლა იყო შემდეგი, პირდაპირ უნდა ითქვას, ყოველგვარი შელამაზების გარეშე, რომ მოხდებოდა გარკვეული მღელვარება საზოგადოების და რევოლუცია, ესეც ჩეუვარდათ, მიზანი რა თქმა უნდა, მარტო ხელისუფლებაში მოსვლა კი არ არის, რომ მათ პარტნიორებს უკრაინაში და ა.შ. შეუსრულონ დავალებები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.