ესტონეთი გმობს რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობას ოკუპირებულ აფხაზეთში

პუბლიკა

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გმობს ოკუპირებული აფხაზეთის ტერორორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზის მშენებლობას და მხარა უჭერს საქართველოს ტერირორიულ მთლიანობას.

“ესტონეთი გმობს გავრცელებულ განცხადებას რუსეთის საზღვაო ბაზის შექმნის განზრახვაზე ოკუპირებულ აფხაზეთში. ეს არის 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტია 6-სპუნქტიანი შეთანხმების მძიმე დარღვევა და შესაძლოა, რეგიონის შემდგომი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს”. – ნათქვამია განცხადებაში.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას თქმით, რუსეთი ოჩამჩირეში მუდმივ საზღვაო სამხედრო ბაზას განათავსებს.

რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან“ ბჟანიამ განაცხადა, რომ შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, ამასთან, „აფხაზეთში უკვე ჩასულია ძალიან თანამედროვე გემი სერიოზული საბრძოლო შესაძლებლობებით და უახლოეს მომავალში ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა განლაგდება“.