EU-ის წარმომადგენლობა მეწყრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

პუბლიკა

EU-ის წარმომადგენლობა ხულოსა და ბაღდაში მეწყრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

„ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში სამძიმარს უცხადებს აჭარისა და იმერეთის რეგიონებში მეწყერის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. ვიმედოვნებთ, რომ მაშველები შეძლებენ დაკარგულების პოვნას”. – ნათქვამია წარმომადგენლობის ტვიტში.

7 თებერვალს, გამთენიისას, იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი ჩამოწვა. ნაპოვნია 4 ადამიანის ცხედარი. მეწყერში მოყოლილ კიდევ 5 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ, მათ შორის არიან ბავშვები.

5 თებერვალს მსხვერპლი მოჰყვა სტიქიას მაღალმთიან აჭარაშიც. მეწყერმა და ძლიერი თოვის შედეგად ჩამოწოლილმა ზვავმა რეგიონში 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 90-ზე მეტი ოჯახი თავშესაფარშია გადაყვანილი