EU-ს გზაზე დემოკრატია, კანონი, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება უმთავრესია - კოლონა

პუბლიკა

„ყველა ჩემს ქვეყანასა და ევროპაში, ევროკავშირში შეშფოთებული იყო იმით, რაც ხდებოდა პარლამენტში [უხცოური გავლენის აგენტების] კანონპროექტთან დაკავშირებით. ვნახეთ აქციები, ვნახეთ დემონსტრაციები და ჩვენ ძალიან ღიად ვუჭერდით მხარს იმ ფაქტს, რომ ითხოვდით უკეთეს თავისუფლებას, უკეთეს დემოკრატიას, ასე რომ, შედეგი კარგი იყო“,- თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ.

„პრეზიდენტმა მაკრონმა გამოხატა მხარდაჭერა მოძრაობის მიმართ, რომელიც იყო სპონტანური, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და ქართველი ხალხის მოძრაობა… ევროკავშირში ინტეგრაციის გრძელ გზაზე დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებათა პატივისცემა და მედიის თავისუფლება უმთავრესი ფაქტორია. არა მხოლოდ ერთი, არამედ ყველა. ეს შავით თეთრზე წერია იმ საგზაო რუკაში, რომელსაც საქართველო უნდა მიჰყვეს… მე ყველა საკითხს განვიხილავ მთავრობასთან, მაგრამ არა საჯაროდ“[თარგმანი ეკუთვნის „ფორმულას“,- განაცხადა მან.

საქართველოს საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა ეწვია. საფრანგეთის საგარეო უწყების ხელძმღვანელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში, ფრანგი დიპლომატი შეხვედრა გამართასაგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან, რის შემდეგაც, გაკეთდა ერთობლივი განცხადებები პრესისთვის.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კატრინ კოლონა ასევე შეხვდება საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

აღსანიშნავია,რომ 2018 წლის შემდეგ, ეს  საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში.