EU-ს ლიდერებმა უკრაინის ევროინტეგრაციას უთხრეს „დიახ“, პროცესი დაიწყო - ნაუსედა

პუბლიკა

„ისტორიული ღამე ვერსალში. ხუთსაათიანი მწვავე დისკუსიის შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის ევროინტეგრაციას უთხრეს „დიახ“. პროცესი დაიწყო. ახლა ჩვენსა და უკრაინელებზეა დამოკიდებული, რომ ეს სწრაფად განხორციელდეს. უკრაინელი გმირი ერი იმსახურებს, იცოდეს, რომ მას ევროკავშირში მიესალმებიან”, – წერს ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ტვიტერზე.

ამით ნაუსედა ვერსალში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრას ეხმაურება.

გუშინ ვერსალში, ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბნენ და უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხზე იმსჯელეს. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა დღესაც გაგრძელდება.

28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში გაწევრების შესახებ განაცხადს ხელი ოფიციალურად მოაწერა.

 

 

LB loan image desktop LB loan image mobile