ევროკავშირი არ აღიარებს ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. არჩევნებს - სტანო

პუბლიკა

ევროკომისიის პრესსპიკერი პიტერ სტან ოსაქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს გამოეხმაურა:

„ევროკავშირი არ აღიარებს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ევროკავშირი მტკიცე რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში“, – წერს X-ზე ევროკომისიის პრესსპიკერი, პიტერ სტანო.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ეგრეთწოდებული საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

ოფიციალური თბილისი ე.წ. არჩევნებს გმობს და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.