ევროკავშირი რუსეთისთვის ახალი ფინანსური სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.
ეს იქნება EU-ის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მე-16 პაკეტი.
სანქციები მოიცავს, მათ შორის პირველადი ალუმინის იმპორტისა და სათამაშო კონსოლების გაყიდვის აკრძალვას.
ალუმინის იმპორტის აკრძალვა ეტაპობრივად მოხდება პაკეტის ოფიციალური მიღებიდან ერთ წელიწადში.
ასევე, სანქციები შეეხება რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 73 გემს.
ეს 73 გემი დაემატება უკვე სანქცირებულ 79 გემს, ძირითადად ტანკერებს, რომლებსაც რუსეთი ნავთობის გადასაზიდად იყენებს. ასევე, იმ გემებს, რომლებსაც გადააქვთ საბრძოლო მასალა ჩრდილოეთ კორეიდან და რასაც შემდეგ რუსეთი უკრაინაში იყენებს.
გარდა ამისა, სანქციები დაუწესდება 48 ფიზიკურ პირს და 35 სუბიქეტს – გაიყინება მათი აქტივები, აკერძალებათ მოგზაურობა ევროკავშირის ქვეყნებში.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი წერს, რომ ამ შეთანხმებას მიესალმება.
„შემოვლითი გზების გამკაცრებული კონტროლით, ახალი იმპორტისა და ექსპორტის აკრძალვებით და პუტინის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ სანქციებით, ჩვენ ვკეტავთ რუსეთის საომარ მანქანას უკანონო გზებს. კრემლი ვერ შეარყევს ჩვენს სიმტკიცეს“, – დაწერა კაია კალასმა.
I welcome the agreement on our 16th sanctions package.
With tighter measures on circumvention, new import and export bans, and sanctions on Putin’s shadow fleet, we are closing backdoors for Russia’s war machine to operate.
The Kremlin won’t break our resolve.
— Kaja Kallas (@kajakallas) February 19, 2025
სანქციების ახალ პაკეტს მიესალმა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც.
„EU კიდევ უფრო ამკაცრებს კონტროლს სანქციების თავიდან არიდებაზე – ამჯერად ორიენტირებულია პუტინის ჩრდილოვანი ფლოტის უფრო მეტ გემზე და აწესებს ახალ აკრძალვებს იმპორტსა და ექსპორტზე. ჩვენ მტკიცედ ვაგრძელებთ ზეწოლას კრემლზე“, – წერს ფონ დერ ლაიენი.
I welcome the agreement on our 16th package of sanctions.
The EU is clamping down even harder on circumvention by targeting more vessels in Putin’s shadow fleet and imposing new import and export bans.
We are committed to keep up the pressure on the Kremlin.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) February 19, 2025