ევროკავშირი უკრაინას 2025 წელს 30.6 მილიარდ ევროს გადასცემს

პუბლიკა

ევროპული საბჭოო ბრიუსელში გამართული სამიტის შემდეგ დოკუმენტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირი უკრაინის რეგულარულ დახმარებას აგრძელებს და 30.6 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო და ფინანსური დახმარების პაკეტს გადასცემს.

„ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის რეგულარულ და პროგნოზირებად ფინანსურ მხარდაჭერას. 2025 წელს ის უკრაინას 30,6 მილიარდ ევროს გადასცემს, უკრაინის ფონდიდან 12,5 მილიარდ ევროს და 18,1 მილიარდ ევროს G7 ERA-ს ინიციატივით, რომელიც ანაზღაურდება რუსეთის იმობილიზებული აქტივებიდან მიღებული მოგებით.

ევროპული საბჭო მოუწოდებს კომისიას, სასწრაფოდ მიიღოს ყველა საჭირო ზომა ზემოაღნიშნული ინსტრუმენტების ფარგლებში დაფინანსების წინასწარ ჩატვირთვისთვის. ის ასევე მოუწოდებს კომისიას და წევრ სახელმწიფოებს გამოიყენონ უკრაინის მექანიზმის ფარგლებში არსებული ყველა ვარიანტი უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის გაზრდის მიზნით”, – წერია დოკუმენტში.

ბლოკის 27 წევრიდან ევროპული საბჭოს წინადადებას მხარი 26-მა დაუჭირა. გამონაკლისი უნგრეთი იყო.