ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომელი, სიმონ ვანდერბურკი საქართველოში არ შემოუშვეს.
„პუბლიკას” ევროკავშირის წარმომადგენლობაში უთხრეს, რომ ბრიუსელი გუშინ ღამიდან ინფორმირებულია და დამატებით ინფორმაციას სწორედ მათგან ელოდებიან.
სიმონ ვანდერბრუკი გაფართოების პროგრამის ოფიცერია.
დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
ამ დრომდე იყო არაერთი შემთხვევა, როცა „ქართული ოცნების” შსს-მ საქართველოში არ შემოუშვა ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები. მათ შორის ისინიც, რომლებიც საქართველოში წლებია, ცხოვრობენ და აქ ოჯახებიც ჰყავთ.
თუმცა, სიმონ ვანდერბურკი პირველი დიპლომატია, რომელსაც მსგავსი რამ შეეხო.