ევროკავშირმა Russia Today-სა და Sputnik-ის მაუწყებლობა აკრძალა

პუბლიკა

ევროკავშირმა აკრძალა რუსული საინფორმაციო გამოცემების Russia Today-სა და Sputnik-ის მაუწყებლობა. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ისაუბრა.

მისი თქმით, ევროკავშირი კრძალავს ამ ორ მედიასაშუალებას რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.

„დღეს ჩვენ გადავდგამთ გადამწყვეტ ნაბიჯს ევროპაში რუსების საინფორმაციო მანიპულირების წინააღმდეგ, ამ ორი მაუწყებლობის აკრძალვით”, – თქვა ბორელმა.