ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სომხეთსა და აზერბაიჯანს დეესკალაციისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ შარლ მიშელი სოციალურ გვერდ „ტვიტერზე“ წერს.
„დღევანდელი მოვლენების შესახებ აზერბაიჯანის და სომხეთის პრეზიდენტებთან გამართული დისკუსიის შედეგად, მხარეებს მოვუწოდებ სასწრაფო დეესკალაციისკენ და ცეცხლის შეწყვეტისკენ. რეგიონში სიტუაცია რთულია, დაძაბულობის დასაძლევად ევროკავშირს გადაწყვეტილი აქვს იმუშაოს პარტნიორებთან სტაბილური და აყვავებული სამხრეთ კავკასიისთვის“, – წერს შარლ მიშელი საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე.
With @azpresident and @NikolPashinyan discussion in light of today’s developments.
Call for urgent de-escalation and full ceasefire.
Challenging situation in region – EU is committed to work with partners to overcome tensions for a prosperous and stable South Caucasus.
— Charles Michel (@eucopresident) November 16, 2021