ევროკომისია საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას მხარს ამ ეტაპზე არ უჭერს

პუბლიკა

ევროკომისია საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას ამ ეტაპზე მხარს არ უჭერს, – განაცხადა პრეზიდენტმა, ურსულა ვან დერ ლაიენმა.

მისი თქმით, ქვეყანამ რეფორმების გზა უნდა გაიაროს.

„საქართველო იზიარებს იმავე პოტენციალსა და მისწრაფებებს, რასაც უკრაინა და მოლდოვა. საბაზრო ორიენტაცია და ძლიერი კერძო სექტორი მისი უპირატესობაა.

წარმატებას რომ მიაღწიოს და პოლიტიკურად შედგეს, ქვეყანამ უნდა განსაზღვროს ერთმნიშვნელოვანი გზა სტრუქტურული რეფორმებისა ევროკავშირისკენ. ეს არის გზა, რომელზეც გაწერილი იქნება ყველა საჭირო რეფორმა, რომელიც გააერთიანებს სამოქალაქო საზოგადოებას და რომელსაც ექნება ფართო პოლიტიკური მხარდაჭერა.

სწორედ ამიტომ, რეკომენდაციას ვუწევთ, რომ ევროპული პერსპექტივა მივცეთ საქართველოს და შემდგომ დავაკვირდეთ, რამდენად დააკმაყოფილებს შესაბამისს პირობებს, სანამ გადავცემთ კანდიდატის სტატუსს“, – აღნიშნა მან.

ამავე ბრიფინგზე მან აღნიშნა, რომ ევროკომისია უკრაინისა და მოლდოვისთვის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს.