ევროკომისიის პრეზიდენტი: განვიხილავთ ყველა ვარიანტს, მოვუწოდებთ მთავრობას ხელახლა აღასრულოს EU-ის მისწრაფებები

პუბლიკა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსული კანონის მიღებას ეხმაურება და წერს, რომ განიხილავენ ყველა ვარიანტს და მოუწოდებს მთავრობას, ხელახლა აღასრულოს ევროკავშირის მისწრაფებები.

„ქართველ ხალხს უმრავლესობით სურს EU-ში გაწევრიანება.

მაგრამ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს, რაც უარყოფითად აისახება საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ.

ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს და მოვუწოდებთ მთავრობას ხელახლა აღასრულოს ევროკავშირის მისწრაფებები,” – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.

პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და რუსული კანონი მიიღო. კანონს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

კენჭისყრას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრებოდა მამუკა მდინარაძე, რომელიც ამ კანონის ერთ-ერთი ავტორია.