ევროპა სივრცეა, სადაც არ არღვევენ ადამიანის უფლებებს და არ იტაცებენ მათ - კახა კალაძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრდის ორგანიზებით თავისუფლების მოედანზე საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანად არჩევის გამო აქცია/ კონცერტი იმართება. აქციაზე „ქართლი ოცნებამ“ რეგიონებიდან ადამიანები ჩამოიყვანა. აქციაზე არიან სხვადასხვა საჯარო უწყების თანამშრომლები, სკოლის პედაგოგები და დირექტორები.

აქციაზე მისულებს სიტყვით მიმართა ქალაქის მერმა და პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ. სიტყვის გამოსვლის დროს მან ვაჟა გაფრიდაშვილის ოჯახს მხარდაჭერა გამოუცხადა.

„გილოცავთ, საქართველო ევროსაბჭო თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. მადლობა დღეს აქ მობრძანებისთვის, განსაკუთრებული მადლობა ახალგაზრდებს. ხშირად ისმის კითხვები რატომ ევროპა ? რატომ მივსწრაფით ევროპულ სივრცეში და არის კი საქართველო ევროპის ორგანული ნაწილი. ევროპა ის სივრცეა, სადაც აფასებენ ადამიანს როგორც ყველაზე ღირებულებს და არ არღვევენ მის უფლებებს და არ იტაცებენ ადამიანებს. თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს და ჩვენი მხარდაჭერა მას და მის ოჯახს. ევროპა ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ცხოვრების წესია და ეს ქართველ ხალხს ისტორიულად ახასიათებს“, – თქვა კახა კალაძემ.

ხვალ,  15 დეკემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი საოკუპაციო ხაზთან აქციას გამართავს.  სოლიდარობის აქციის მხარდამჭერები ხვალ რესპუბლიკის მოედანზე 11 საათზე შეიკრიბებიან. აქცია ორ საათზე სოფელ ოძისში გაიმართება.

გუშინ, 13 დეკემბერს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოში ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. ის წინასწარ პატიმრობაში რჩება.