ევროპარლამენტარი: სამართლიანია მისი პროტესტი, ვინც კანონპროექტის ჩაგდებით გაბრაზებულია

პუბლიკა

„სრულიად ცალსახად ვიღაცამ ითამაშა რომ ეს კანონპროექტი არ გატანილიყო” – ამბობს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გადაცემა „კვირის ინტერვიუში”.

ევროპარლამენტარი იმედს გამოთქვამს, რომ  „ბატონი ივანიშვილი დროულად დაფიქრდება  საარჩევნო სისტემა შეიცვლის თაობაზე, რათა არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს”.

„ქართულმა ოცნებამ” გასცა დაპირება რომ შეიცვლებოდა საარჩევნო სისტემა, 6 თვის შემდეგ კი ეს მდგომარეობა შეიცვალა. სრულიად ცალსახად ვიღაცამ ითამაშა რომ ეს კანონპროექტი არ გატანილიყო. ეს არის ნდობის დარღვევა. მე ვფიქრობ ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამის გამო გაბრაზებული და გაწბილებულია, მისი პროტესტი სამართლიანია” – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

 

LB loan image desktop LB loan image mobile