ევროპარლამენტი „ასოცირებულ ტრიოს“ არსებითი რეფორმებისკენ მოუწოდებს

პუბლიკა

ევროპარლამენტი საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრების გზაზე არაერთი რეფორმისკენ მოუწოდებს, ასევე პარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირს, განაახლონ გაფართოების პროცესი როგორც წევრ, ასევე წევრობის მსურველ ქვეყნებში.

ევროპარლამენტის რეკომენდაციის თანახმად, ევროპის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის რუსეთის მზარდი საფრთხის ფონზე, გაფართოების გაძლიერებული პოლიტიკა ევროკავშირის ხელთ არსებული უძლიერესი გეოპოლიტიკური ინსტრუმენტია.

„ევროპარლამენტის წევრები მიესალმებიან ევროპული საბჭოს განსაკუთრებულად სწრაფ გადაწყვეტილებას უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადების შესახებ – ამ სამ ქვეყანას არსებითი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებენ“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

რეკომენდაციას მხარი დაუჭირა 502-მა დეპუტატმა, 75 წინააღმდეგი იყო, 61-მა კი თავი შეიკავა.

LB loan image desktop LB loan image mobile