ევროპარლამენტმა საქართველოს EU-სთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიიღო

პუბლიკა

ევროპარლამენტარის, სვენ მიკსერის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას შეეხება, ევროპარლამენტმა დღეს რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას კენჭი ეყარა მასში შესული ახალი შესწორებებით.

რეზოლუციას მხარი 430 ევროპარლამენტარმა დაუჭირა,  52-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 126-მა თავი შეიკავა.

რეზოლუციაში შესული ერთ-ერთი შესწორების თანახმად, ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენების კონტექსტში, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, „მიიღონ შესაბამისი ზომები, მათ შორის, პირადი სანქციების დაწესება ივანიშვილსა და ყველა იმ პირზე, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის გაუარესებაზე“.

გარდა ამისა, შესწორების მიხედვით, ევროპარლამენტარები სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, რომ შეიწყალოს ნიკა გვარამია.

ბიძინა ივანიშვილი ამჯერად ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ერთად ნახსენებია, როგორც ოლიგარქი. გარდა ამისა, ევროპარლამენტარები სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ „გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება” მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებად და ასევე შეიწყალოს „მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

რა წერია რეზოლუციის შესწორებებში, ვრცლად გაეცანით ბმულზე: