ევროპარლამენტმა თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ რეზოლუცია მიიღო

პუბლიკა

ევროპარლამენტმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ  თამაზ გინტუტის მკვლელობის შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუცია ევროპარლამენტის რამდენიმე ჯგუფის მიერ არის მომზადებული, ინიციატორი ანა ფოტიგაა.

რეზოლუციის ტექტში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი გმობს გინტურის მკვლელობას და ლევან დოთიაშვილის უკანონო დაკავებას რუსი ოკუპანტების მხრიდან.

ევროპარლამენტარები რეზოლუციის ტექსტში ხაზს უსვამენ, რომ გინტურის მკვლელობა რუსეთის მხრიდან  საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირდაპირი შედეგია. ევროპარლამენტი გამოხატავს მუდმივ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

რეზოლუციით მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, რომლებიც გამომდინარეობს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებიდან, კერძოდ – გაიყვანოს ყველა სამხედრო და უსაფრთხოების ძალები 2008 წლის ომამდე არსებულ პოზიციებზე და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მისცეს შეუზღუდავი წვდომა, იმუშაოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თავისი მანდატის შესაბამისად”.

რეზოლუციის ავტორები არიან ევროპარლამენტარები: მირიამ ლექსმანი, დევიდ მაკალისტერი, მაიკლ გალერი, ანტონიო ლოპეს-ისტურიზ უაიტი, დევიდ ლეგა, ტომ ვანდენკენდელაერი, ვლადიმირ ბილჩიკივანგელის მეიმარაკისი, ტომას ზდეჩოვსკი, ივან შტეფანეცი, იანინა ოჩოისკამიქაელა შოდროვა, პიტერ პოლაკიჟირი პოსპიშილიჟელიანა ზოვკო.