ევროპარლამენტმა უკრაინა-მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

პუბლიკა

ევროპარლამენტმა, 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ, მიიღო რეზოლუცია, რომელიც ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, მიანიჭონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას „დაყოვნების გარეშე“. მათ იგივე უნდა გააკეთონ საქართველოსთან მიმართებაში, „მას შემდეგ, რაც მისი მთავრობა შეასრულებს“ იმ პირობებს, რომლებიც ევროკომისიის მიერაა მითითებული.

17 ივნისს ევროპულმა კომისიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, საქართველოს კი ამ ეტაპზე მხოლოდ ევროპული პერსპექტივა დაუდასტურა, კანდიდატის სტატუსის მიღებისტვის, საჭიროა პირობების შესრულება.