ევროპარლამენტს შევთავაზეთ ფაქტების შემსწავლელი ჯგუფის შექმნა - კობახიძე უგულავას საქმეზე

პუბლიკა

მმართველი გუნდი ევროპარალამენტს უგულავას საქმესთან დაკავშირებით ფაქტების შემსწავლელი კომისიის შექმნას სთავაზობს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ სტრასბურგში „ქრონიკასთან” საუბრისას განცხადა.

„ჩვენ შევთავაზეთ მათ ,რომ შეიქმნას სპეციალური ფაქტების შემსწავლელი ჯგუფი, მისია. არის ასეთი პრაქტიკა ევროპულ პარლამენტში, რომელიც ჩამოვა საქართველოში, ეს უნდა იყოს შემდგარი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფისგან  და დეტალურად გაეცნობა ამ საქმეს. იქნება უზრუნველყოფილი დეტალური ხელმისაწვდომობა ყველა მასალაზე.

რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებითაც იყო აჟიოტაჟი, თუმცა საბოლოო ჯამში სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ფაქტები და სრულად დაადასტურა ეს გადაწყვეტილება, რომელიც გამოიტანა უზენაესმა სასამართლომ. ამ შმთხვევაშიც დარწმუნებული ვართ, რომ როცა ჩამოვა შესაბამისი მისია საქართველოში დადგინდება ის, რაც ყველამ ვიცით, ეს არის 48 მილიონის გაფლანგვის საქმე. ჩვენი კოლეგები დარწმუნდებიან იმაში რომ 48 მილიონი გაიფლანგა და ისისი ბუნებრივია იმაშიც დაგვეთანხმებიან,რომ 48 მიულიონის გაფლანგვა არ შეიძლება დარჩეს დაუსჯელი“,- განაცხადა „ქრონიკის“ ერთერში ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

 

LB loan image desktop LB loan image mobile