ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მატჩების ბილეთები UEFA-ს ვებგვერდზე გაიყიდება

პუბლიკა

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მატჩების ბილეთები UEFA-ს ვებგვერდზე გაიყიდება.

ინფორმაცია ამის შესახებ UEFA-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ევროპის ჩემპიონატი უეფას ეგიდით ტარდება. შესაბამისად, ბილეთების რეალიზაცია მათი უშუალო ჩართულობით იმართება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საბოლოო დეტალების დაზუსტება ბილეთების გაყიდვის პროცედურასთან დაკავშირებით“, – აცხადებენ ფეხბურთის ფედერაციაში.

საქართველოს ნაკრები პირველ თამაშს ევროპის ჩემპიონატზე თურქეთის ეროვნულ ნაკრებთან 18 ივნისს, გერმანიის ქალაქ დორტმუნდში გამართავს, გერმანიის ყველაზე დიდ სტადიონზე, რომელიც 80 ათასამდე მაყურებელს იტევს.

UEFA/EURO2024-ის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 30 ევროდან იწყება, მაქსიმალური ღირებულება კი 400 ევროა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 26 მარტს ერთა ლიგის C დივიზიონის ფინალში საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.