ევროპის მომავალი ახლა წყდება უკრაინის მიწასა და ზღვაზე - ზელენსკიმ ნორვეგიის პარლამენტს მიმართა

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს ნორვეგიის პარლამენტს მიმართა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დასავლეთს სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს.

უკარინის პრეზიდენტმა მიმართვისას ხაზი გაუსვა, რომ ახლა უკრაინას ძალიანს სჭირდება იარაღი, იმისათვის რომ დაიცვას ქვეყანა და თავისი ხალხი რუსული აგრესიისგან.

„მართალია ჩვენ არ გვაქვს საერთო საზღვრები მაგრამ სამაგიეროდ საერთო მეზობელი გვყავს. რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ იქნება ევროპის განადგურების გაგრძელება, სამიზნე მარტო ჩვენ არ ვართ. ევროპის კონტინენტის მომავალი ახლა წყდება უკრაინის მიწასა და ზღვაზე. ახალა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იარაღის მიღებაა. იქნება ეს სამხედრო ტექნიკა თუ ავიაცია.  – მიმართა ზელენსკიმ ნორვეგიის პარლამენტს. 

მან მოუწოდა ქვეყნებს შეიარაღება მიაწოდონ უკრაინას და რუსულ ხომალდებს საზღვაო პორტებით სარგებლობის საშუალება არ მისცენ.