ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ხატია წილოსანი იქნება

პუბლიკა

ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ხატია წილოსანი იქნება. ინფორმაციას „ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

წილოსანი ამ თანამდებობაზე თამარ ტალიაშვილს ჩაანაცვლებს, რომელიც აშშ-ში საქართველოს ახალი ელჩი იქნება.

ხატია წილოსანი 2019-2020 წლებში იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე. იგი ასევე მუშაობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

2020-2024 წლებში ხატია წილოსანი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

ხატია წილოსანი იმ დეპუტატებს შორის იყო, რომლებმაც რუსულ კანონს მხარი დაუჭირეს.