„ევროპული საქართველოს“ წევრის შვილი ამბობს, რომ ნათესავთან იყო

პუბლიკა

„ევროპული საქართველოს“ თელავის ორგანიზაციის წევრის, ნინო გალახვარიძისა და მისი 19 წლის შვილის, ზაქრო ქუსრაშვილის გამოკითხვა დასრულდა.

პოლიციის სამმართველოდან გამოსულმა ზაქრო ქუსრაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ის ნათესავთან იყო და არა გატაცებული.

პოლიციის სამმართველოდან გამოსულმა ზაქრო ქუსრაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ის ნათესავთან იყო და არა გატაცებული.

„დედას ტელეფონზე სხვა რამ ვუთხრი და მან სხვა რამ გაიგო“, – ამბობს ის.

ნინო გალახვარიძემ კი თქვა, რომ გაუგებრობა მოხდა, რასაც პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს.

მანამდე, დღის განმავლობაში ნინო გალახვარიძე აცხადებდა, რომ მას შვილმა დაურეკა და უთხრა, რომ იტაცებდნენ და შველა სჭირდებოდა. გალახვარიძე ამას თავის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებდა.